|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
სითი ჩიქენი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სწრაფი კვების რესტორანი "სითი ჩიქენი" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მზარეულს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სამზარეულოს.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11;00 დან- 20;00 მდე
ხელფასი: 1800 ლ
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება: ბურგერების, სალათებისა და როლების აწყობა/მომზადება დადგენილი რეცეპტურის მიხედვით. სოუსების მომზადება.
** მარაგების მართვა: პროდუქტების ნაშთების მუდმივი კონტროლი
** პროცესების ზედამხედველობა: შეწვისა და თერმული დამუშავების პროცესების მკაცრი კონტროლი (როგორც საკუთარი, ისე დამხმარე პერსონალის მხრიდან).
** გუნდის მართვა: მზარეულის დამხმარის სამუშაო პროცესის კონტროლი, მისთვის დავალებების მიცემა და შესრულების ხარისხის შემოწმება.
** სისუფთავე: სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების (HACCP) ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია სწრაფი კვების ან მსგავსი პროფილის ობიექტში).
** სტრესულ გარემოში და სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: elsikatering@gmail.com
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|