Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=725959&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" იწვევს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციით, პროფესიონალური მომსახურებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. "ჭიტა" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა მოტივაციას, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ თანამშრომლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული;
** სამუშაო საათები 09:30-18:30;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის მართვა;
** ფასების, მიწოდების პირობებისა და სხვა კომერციული დეტალების შეთანხმება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ლოგისტიკასთან, საწყობთან და გაყიდვების გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** მიწოდების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ეკონომიკა);
** სასურველია შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უნარი;
** Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge 20 ივნისის ჩათვლით და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია