|
დასახელება:
ბინაზე გამსვლელი ოჯახის ექიმი
|
| მომწოდებელი:
Medical Evidence
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
კლინიკა "მედიქალ ევიდენსი" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე გამსვლელი ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, მირიან მეფის 11ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების შეფასება ბინაზე თბილისის მასშტაბით; ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
clinic@medicevidence.com.
|
|
|
|