Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=725399&print=yes&view=jobs
 
ავტო ლიზინგის ოპერატორი - წეროვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ლიზინგის ოპერატორი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას წეროვანში, ავტო ლიზინგის (მომხმარებელთა მომსახურების) ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხარებლებისთვის;
** დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
** დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
** პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა,
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: სოფ. წეროვანი ("ლაიონ ტრანსის" სივრცე)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; შაბათი: 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტო ლიზინგის ოპერატორი, წეროვანი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 22 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია