Робота для біженців з України
კლინიკური კვლევების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური კვლევების კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური კვლევების კოორდინატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში/სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, ან ჯანდაცვის სფეროში
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების მაღალ დონზეზე ფლობა
** სამედიცინო ტერმინოლოგიის, მონაცემთა მართვისა და მონაცემთა მიმოხილვის/დამუშავების გამოცდილება
** კლინიკური კვლევის გაიდლაინებისა და რეგულაციების ცოდნა
** კლინიკურ კვლევებში ან/და შესაბამისი მიმარტულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სწრაფი ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვა - დამოუკიდებლად მუშაობის, ამოცანების პრიორიტეტების შეფასებისა და დაკისრებული მოვალეობების დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებისადმი დიდი ყურადღება და ორგანიზაციული უნარები
** ეფექტური კომუნიკაცია - გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერილობა:

** კვლევით ჯგუფთან ერთად კლინიკური კვლევების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** კლინიკური კვლევითი პროექტების მხარდასაჭერად კვლევებიდან მონაცემების შეგროვება, განხილვა და რეპორტინგი
** კვლევისთვის საჭირო ნიმუშების სათანადო იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია
** კვლევისთვის საჭირო ნიმუშების მომზადება კონტრაქტორ ლაბორატორიებთან გასაგზავნად
** ლაბორატორიული ნაკრებების მომზადება ობიექტებზე გასაგზავნად
** კვლევისთვის საჭირო ნიმუშების, კლინიკური კვლევების დოკუმენტაციის დაარქივება
** ექთნებისა და სხვა სამედიცინო წარმომადგენლების მხარდაჭერა
** საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: vacancy@synevo.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე