|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სკოლა პოლიგლოტი
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობებისა (PR) და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო (გუდამაყრის ქ. N4)
სამუშაო ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-15:00
ორგანიზაციის შესახებ
კერძო სკოლა "პოლიგლოტი" წარმოადგენს თანამედროვე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უცხო ენების გაძლიერებული სწავლება და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვა.
ვაკანსიის შესახებ
ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა (PR) და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია მოიცავს სოციალური მედიის მართვას, კონტენტის შექმნაში მონაწილეობასა და ციფრული არხების სტრატეგიულ განვითარებას სკოლის პოზიციონირების გასამყარებლად.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) მართვა და განვითარება.
** პოსტის შინაარსის (Content) შექმნაში აქტიური ჩართულობა.
** აუდიტორიის ჩართულობის ანალიზი და სტრატეგიული გეგმის შემუშავება კომპანიის პოზიციონირების გამყარებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია მინიმუმ B2 დონე
პიროვნული უნარები:
** კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
შერჩევის ეტაპები
** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: school_polygloti@yahoo.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საზოგადოებასთან ურთიერთობებისა (PR) და მარკეტინგის მენეჯერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 27 ივნისი 2026
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სკოლის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ან დარეზერვდეს სხვა შესაბამის ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
|
|
|
|