Робота для біженців з України
ხელოვნური ინტელექტის/AI მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოვნური ინტელექტის/AI მასწავლებელი
მომწოდებელი: ბი დი სი აკადემია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"BDC Academy" აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური ინტელექტის (AI) მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ ხარ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული, გაქვს AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და გიყვარს ცოდნის გაზიარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

მოვალეობები:

** ხელოვნური ინტელექტის კურსების ჩატარება
** სტუდენტებისთვის პრაქტიკული დავალებების მომზადება
** ChatGPT, Midjourney, Canva AI და სხვა AI ინსტრუმენტების სწავლება
** თანამედროვე AI ტრენდების გაზიარება
** სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის და სწავლების უნარი
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა
** სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და მეგობრულ გარემოს
** პროფესიულ განვითარებას
** მოქნილ გრაფიკს

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV გამოგზავნეთ: bdc.academy@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე