|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Royal Express
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 6 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2.000 - 3.000 ლარი გამოცდილების მიხედვით + ბონუსი მაქს 15% (ნეტ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
** კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება (cold call) / შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება /ინვოისის მომზადება;
** მიღებული შეკვეთის (ტვირთის გადაზიდვა) ოპერატიულად შესრულების კონტროლი / შედეგზე ორიენტირებულობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზების მუდმივი განახლება / რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილება მხოლოდ ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
** საოფისე პროგრამების ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
|
|
|
|