Робота для біженців з України
ტექნიკოსი, მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი, მიმტანი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ტექნიკოსი

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 2/2 12 საათიანი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტ-სასტუმროს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, გათბობა-გაგრილების სისტემებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ;
** სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკური საშუალებების მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
** თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;

2. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმელის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში, სერვის მენეჯერის ინფორმირება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge.

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე