Робота для біженців з України
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30 სთ; შაბათი 09:30-15:00 სთ

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების გამართული საკომუნიკაციო ცოდნა.

ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და კომუნიკაციის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების ინფორმირება და მათი ეფექტური დაკვალიანება მომსახურების პროცესის ყველა ეტაპზე;
** რიგის მართვა და პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან დროული გადამისამართება;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის ზუსტი და სრულყოფილი მიწოდება;
** კლინიკაში პაციენტების მიღების პროცესის ორგანიზება და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა;
** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 ივნისი, 2026 წელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე