|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ობიექტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
ობიექტი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და გამოცდილ მზარეულს, რომელიც მზად იქნება, იმუშაოს ღამის ცვლაში და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პროდუქციის მომზადება.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულად მუშაობის
** ჯანსაღი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სამუშაო პროცესის სწრაფად და ეფექტურად მართვის უნარი
მისამართი: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 22:00-08:00, 4/2 გრაფიკი (ოთხი სამუშაო დღე, ორი დასვენება)
ანაზღაურება: 100 ლარი ცვლაში, დაახლოებით, 2000 ლარი თვეში
გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ და შეკრულ გუნდს
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** დროულ ანაზღაურებას
** განვითარების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@honeyrestaurant.ge
|
|
|
|