Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721963&print=yes&view=jobs
 
მაშველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაშველი
მომწოდებელი: სპორტმშენსერვისი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "სპორტმშენსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მაშველის პოზიციაზე სეზონურ სამუშაოზე.

ფუნქცია-მოვალეობა:

** საჭიროების შემთხვევაში აუზით მოსარგებლე პირებისთვის სპეციალური პირველადი დახმარების გაწევა;
** აუზის პერიმეტრზე პატრულირება;
** საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე და მოტივირებული;
** ცურვის ცოდნა მაღალ დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისში დიღომში მდებარე ოლიმპიური აუზი.
ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული)
გრაფიკი: შეთანხმებით.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: smshrservice8@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია