Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721962&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი + ბონუსი

ძირითადი/სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სექტორში საკრედიტო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო პროდუქტების და საოპერაციო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო/გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
** საკრედიტო და საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა და კონტროლი;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხზე ზრუნვა და შესაბამისი რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, სესხის გაცემისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული ავტორიზაცია.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** მუდმივი სწრაფვა პროცესების გაუმჯობესებისა და სიახლეების ათვისებისკენ;
** მონაცემების დამუშავების, რისკების სწორად შეფასებისა და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
** გუნდის მართვის, მოტივირებისა და საერთო მიზნებისკენ მიმართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული მართვის სტილი და შესრულების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია