Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721871&print=yes&view=jobs
 
ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოფარმი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ექსპორტის სრული პროცესის მართვა;
** საექსპორტო ბაზრების მოძიება და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის დეტალური ანალიზი: კონკურენტები და ფასების პოლიტიკა;
** სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციების და საექსპორტო მოთხოვნების გათვალისწინება;
** საექსპორტო პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მონიტორინგი;
** მოლაპარაკებების წარმოება უცხოელ პარტნიორებთან და თანამშრომლობის შენარჩუნება;
** გამოფენებში, ბიზნეს შეხვედრებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა ადგილზე ან ონლაინ ფორმატში;
** ბაზრის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქციის/სტრატეგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** გაყიდვების ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების C1/B2 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ექსპორტის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ნეოფარმი"-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097

შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.neopharmi.ge/

შპს "ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია