|
დასახელება:
ხელოვნების მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
მწვანე სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი ეძებს ხელოვნების მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და მათთვის შთამაგონებელ, თავისუფალ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს შექმნის.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელოვნების გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის
** მოსწავლეების შემოქმედებითი და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა
** სხვადასხვა ტექნიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების გაცნობა
** პროექტებისა და გამოფენების ორგანიზება
** სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება
** უსაფრთხო, პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ხელოვნების, დიზაინის ან შესაბამის სფეროში
** პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება
** კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** ბუნებასთან ახლოს არსებულ თანამედროვე კამპუსს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** სრულ განაკვეთზე სამუშაოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: HR@greenschool.edu.ge სათაურში მიუთითეთ: "ხელოვნების მასწავლებელი — ტყის კამპუსი".
|
|
|
|