Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721417&print=yes&view=jobs
 
ქსელის ადმინისტრატორი/ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი/ინჟინერი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელური მოწყობილობების, აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია,
** ადმინისტრირება / მონიტორინგი;
** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, STP, EtherChannel, PortSecurity;
** ქსელური მარშრუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება: EIGRP, OSPF, VRF, PBR, HSRP;
** VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps;
** AAA, Tacacs, Radius, SNMP, Syslog;
** მონიტორინგის ხელსაწყოების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ქსელურ ბრანდმაუერებთან სამუშაო გამოცდილება ASA, Firepwoer;
** IP ქსელების HLD და LLD დოკუმენტაციის შედგენა;
** CCNA/CCNP სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქსელების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: 

** პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი მართვა;
** კორპორატიული ქსელის მოწყობა/მართვა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიგნით და გარეთ პარტნიორებთან კომუნიკაცია და კონტროლი;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში ჩართულობა;
** ინციდენტებისპრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა;
** ქსელის პრობლემების მოგვარება, ქსელის მუშაობის ანალიზი, სიახლეების დანერგვა ქსელის მუშაობის გასაუმჯობესებლად;
** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის Firewall-ის წვდომების დაშვების საშუალებით, შეჭრის აღმოჩენის სისტემების და უსაფრთხოების სხვა ზომების დანერგვით;
** მომხმარებლების მოშორებული წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა VPN, ორი დონის აუთენთიფიკაცია;
** პარტნიორ კომპანიებთან და ფილიალებთან VPN-ს აწყობა, კონფიგურაცია და მართვა;
** ქსელის, მომხმარებლების და მათთან დაკავშირებული აქტივობების, მოვლენების ზედამხედველობა;
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და
** აღმოფხვრა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 (ექვსი) დღე 09:30 - 19:00 (1 სთ და 30 წთ შესვენება)
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
** ანაზღაურება: 2 500- 3 000 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge და გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია