|
დასახელება:
გამყვანი ტურ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
პრომეთეა ვოიაჟი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ტურისტული კომპანია "პრომეთეა ვოიაჟი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და რეზერვაციების მართვა;
** ტურის კომპონენტების ბაზის განახლებაში მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთ;
** ინვოისინგი;
** რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელი ინგლისური ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა; დამატებით რუსული და ფრანგული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში მუშაობის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოვლენა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ყველა გაყიდული პროდუქტიდან (ჯამში 2500+ ლარის გამომუშავების შესაძლებლობით, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით);
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯები — ულიმიტო;
** პროფესიული ზრდა — პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთან ერთად, საქართველოში და უცხოეთში;
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო;
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30; შაბათი და კვირა — დასვენების დღეები.
თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@promethea-voyages.com
ინტერვიუზე მოვიწვევთ მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ აპლიკანტებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|