Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721378&print=yes&view=jobs
 
სარეკლამო მატერიალების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეკლამო მატერიალების სპეციალისტი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას, სარეკლამო მატერიალების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კომპანიებთან და სტამბებთან ურთიერთობა, ახალი კომპანიების მოძიება, ტენდერის გამოცხადება, სხვადასხვა პროექტის თუ კამპანიის ჭრილში. ფასების გამოკითხვა; საუკეთესო ფასის და ხარისხის თანაფარდობის შერჩევა.
** სარეკლამო თუ სხვა ანალოგიურ კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება, შესყიდვის პირობების შეთანხმება. მოცემულ კომპანიებთან მატერიალების ხარისხის შემოწმება.
** შეკვეთის ჩაბარების ვადების კონტროლი და აღრიცხვა.
** კანტში არსებული დეპარტამენტებისგან მიღებული შეკვეთების დამუშავება და შეკვეთა. (სტიკერები, გარე ბანერები, სარეკლამო მასალები, მენიუები, მაისურები და ა.შ.) შესაბამის დეპარტამენტთან უკუკავშირი შესასრულებელ სამუშაოსა დამზადების ვადების შესახებ; ინფორმაციის მიწოდება კოლეგებთან.
** დიზიანერთან კოლაბორაცია სხვადასხვა შეკვეთებზე: რესტორნის ან ბარის მენიუ, გარე ვიზუალი, ივენთის ვუზუალი, სადგამი სარეკლამო მატერიალი და ა.შ. (დიზაინერთან სრული, დამუშავებული და დაზუსტებული, ინფორმაციის მიწოდება.)
** ბრენდ მენეჯერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი თუ არსებული ანოტაციების (ეტიკეტების) დამუშავება, დიზაინერისათვის და კონსულტანტისთვის გადაგზავნა, პროცესის მათთან ერთად დასრულება. შესაბამისი ანოტაციების შეკვეთა და მოწოდების ვადების კონტროლი.
** ივენთების დაგეგმარებაში ჩართულობა, მოთხოვნილი მატერიალების შექმნაში მონაწილეობის მიღება, შეკვეთა და ლოკაციაზე მიწოდების ორგანიზება, აქტიური პროექტებიდან გამომდინარე.
** ხარჯთაღრიცხვის წარმოება პროექტების ჭრილში;
** რეპორტის გაგზავნა ყოველთვიურად, შესრულებული სამუშაოების შესახებ.

მოთხოვნები: ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 10:00 - 18:00 (მოიცავს 1 საათიან შესვენებას)
სახელფასო განაკვეთი: 1700 ლარი ფიქსირებული, ხელზე ასაღები

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
** ფიტპასი
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
** 3 ანაზღაურებადი Day Off
** მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
** სადღესასწაულო ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ რეზიუმე გაგვიზიაროთ მეილზე: hr@kanti.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია