Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721351&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პარტნიორი კომპანიისთვის.

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ჩვენ ვეძებთ მაღალი პროფესიული კომპეტენციისა და სტრატეგიული ხედვის მქონე ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის AML/CFT და Compliance პროცესების ეფექტიან მართვას, რეგულაციებთან სრულ შესაბამისობასა და ფინანსური რისკების პრევენციას.

პოზიცია ითვალისწინებს ფინანსური მონიტორინგის სისტემების განვითარებას, რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს, საერთაშორისო გადახდის სისტემებთან ეფექტურ თანამშრომლობასა და კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმების მუდმივ გაუმჯობესებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

AML/CFT და Compliance პროცესების მართვა:

** კომპანიის AML/CFT და Compliance ფუნქციის სრული მართვა და განვითარება;
** AML/KYC/CDD/EDD პროცესების ზედამხედველობა და ეფექტიანობის კონტროლი;
** საეჭვო და მაღალი რისკის ტრანზაქციების მონიტორინგი და შეფასება;
** სანქციების (Sanctions Screening) პროცესების კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** STR/SAR ანგარიშგებების მომზადებისა და შესაბამის ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა;
** AML Monitoring სისტემების მართვა, გაუმჯობესება და განვითარება;
** Compliance Risk Assessment პროცესების ორგანიზება და მართვა.

რეგულაციებთან შესაბამისობა და კონტროლი:

** ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** VISA/Mastercard Compliance მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და დანერგვა;
** რეგულატორულ მოთხოვნებზე, აუდიტებსა და შემოწმებებზე ეფექტური რეაგირება;
** ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია.

რისკების მართვა და ანგარიშგება:

** AML/Compliance რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდული რეპორტინგის მომზადება;
** ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის მიმართულებით ანალიტიკური მონაცემების დამუშავება და შეფასება;
** შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის მონიტორინგი.

თანამშრომლობა და კომუნიკაცია:

** პარტნიორ ბანკებთან, საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია;
** თანამშრომლებისთვის AML/Compliance მიმართულებით ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამების ორგანიზება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა კომპანიის სტრატეგიული და რეგულატორული მიზნების მისაღწევად;
** შესაბამისობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** საბანკო, PSP, Fintech ან ფინანსურ სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** AML/CFT რეგულაციების და საერთაშორისო პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა;
** KYC, Sanctions Screening და Transaction Monitoring პროცესების მართვის გამოცდილება;
** ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
** VISA/Mastercard Compliance მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შიდა კონტროლისა და Compliance Risk Management პროცესების პრაქტიკული გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარატამენტის ხელმძღვანელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.

3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია