Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=721298&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
მომწოდებელი: დებატებისა და განათლების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში

დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ზრუნავს ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე.

ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ.

სტაჟირების უპირატესობები:

** პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან მუშაობის გამოცდილებასაც გაგიზიარებენ დებატების სფეროში
** მაქსიმალურად სწავლაზე მორგებული სამუშაო, ჰიბრიდული გრაფიკი
** შესაბამისი ანაზღაურება
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დებატებისა და განათლების ინსტიტუტში დასაქმების შესაძლებლობა
** მრავალფეროვანი გარემო, სადაც დებატების პროგრამის დაუფლების შესაძლებლობაც იქნება

დებატების სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:

** პროექტების კოორდინატორი/მენეჯერი
** სოც. მედია მენეჯერი
** გრანტების მენეჯერი
** სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3-6 თვის განმავლობაში (რაც დამოკიდებულია სტაჟიორის ეფექტიანად მუშაობაზე).

პროგრამაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიაროთ კონკურსის პირველი ეტაპი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაზე (მაღალი მოტივაციის შემთხვევაში შეგიძლიათ კონკურსის გავლა სამივე მიმართულებაზე).

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში შეუძლიათ გაიარონ როგორც სტუდენტებმა, ასევე კურსდამთავრებულებმა, რაც მთავარია არ არის აუცილებელი გქონდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებაში სამუშაო გამოცდილება, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მოტივაციას, ინტერესსა და უნარებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა 2026 წლის 15 მაისამდე:
https://forms.gle/DWZnaqKvLLdwaq296
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია