|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Georgian AirLink
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები:
** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ხორციელდება მცოცავი გრაფიკის მიხედვით, რომელიც მოიცავს ხუთ სამუშაო დღეს და ორ დასვენების დღეს.
** სტაჟირების პერიოდი: 1 თვე
** ანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@airlink.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|