Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფრი სთაილი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Free Style Group" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

"Free Style Group" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს Fashion Retail ინდუსტრიაში და წარმოადგენს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს სომხეთში, საქართველოში და უზბეკეთში. ამ ეტაპზე ვაფართოებთ ოპერაციებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მიმართულებით და ვეძებთ ძლიერ მენეჯერულ კანდიდატებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოდის ინდუსტრიით, მომხმარებლის გამოცდილებითა და საცალო გაყიდვების მართვით.

მოთხოვნები:

** Retail სექტორში მენეჯერულ/ლიდერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფეხსაცმლის და/ან ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარები
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და Retail KPI-ებისა და გაყიდვების პროცესების ცოდნა

ანაზღაურება: გამოცდილებისა და მოლაპარაკების საფუძველზე.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო Fashion Retail კომპანიის ნაწილი და განვითარდეთ ჩვენს ბრენდებთან ერთად, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: talents.ge@fstylegroup.co
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე