|
დასახელება:
უფროსი ემბრიოლოგი / ემბრიოლოგი
|
| მომწოდებელი:
სინო ჯორჯია IVF ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
შპს "სინო ჯორჯია IVF ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: უფროსი ემბრიოლოგი / ემბრიოლოგი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო. წინანდლის N9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
კანდიდატი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, იმუშაოს შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე.
პოზიციის აღწერა:
პოზიცია მოიცავს ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას ან სრული ციკლის მართვას, IVF პროცესების განხორციელებას, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვას, ხარისხის კონტროლს, მონაცემთა აღრიცხვას და სამედიცინო გუნდთან კოორდინირებულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა და/ან პროცესებში მონაწილეობა;
** სამუშაო ხსნარებისა და ლაბორატორიული მასალების მომზადება;
** კვერცხუჯრედების იდენტიფიკაცია, შეფასება და მომწიფების ხარისხის განსაზღვრა;
** ინსემინაციის პროცედურების შესრულება, მათ შორის სტანდარტული IVF და ICSI;
** განაყოფიერების შემოწმება და ემბრიონის განვითარების მონიტორინგი;
** ემბრიონის კულტივაცია;
** კვერცხუჯრედის, სპერმისა და ემბრიონის გაყინვა/გალღობა;
** ემბრიონის გადატანის პროცესში მონაწილეობა;
** სპერმის ანალიზი და დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, მიკროქირურგიული ჩარევის შემდეგ მიღებულ ბიოფსიურ მასალაში სპერმატოზოიდების მოძიება;
** ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა;
** ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, შესრულება და კონტროლი;
** ხარისხის კონტროლი და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
** ლაბორატორიულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია სამედიცინო გუნდთან და ადმინისტრაციასთან;
** ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა;
** უმცროსი პერსონალის ზედამხედველობა და პროფესიული მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
** უფროსი ემბრიოლოგის პოზიციისთვის სასურველია მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიის, მედიცინის, ბიომედიცინის ან შესაბამისი მიმართულებით;
** IVF, ICSI, ემბრიონის კულტივაციისა და კრიოპრეზერვაციის პროცესების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამებისა და ელექტრონული აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ IVF კლინიკაში მუშაობის შესაძლებლობას;
** მაღალტექნოლოგიურ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში პროფესიული გამოცდილების მიღებას;
** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: sinogeorgiaivfventer@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026 წელი
ელ. ფოსტის Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ემბრიოლოგი" ან "უფროსი ემბრიოლოგი"
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|