Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=720359&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Dr.Otker, Confitrade, Sladonezh ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

პირობები:

** სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) გამოსაცდელ პერიოდში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამები: Excel - მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** სასურველია "FMG დისტრიბუცია" პროგრამის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და ინფორმაციის გადამუშავების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება გაყიდვების გუნდისთვის;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე
** კონტრაქტორებთან მარკეტინგული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგი და რეპორტინგი;
** რეპორტინგი მომწოდებლებთან;
** სავაჭრო გუნდის მარშრუტების და ვიზიტების მონიტორინგი და რეპორტინგი.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 30 მაისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@bdcompany.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია