Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=719997&print=yes&view=jobs
 
იურისტის ასისტენტი/თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის ასისტენტი/თანაშემწე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
** უფროსი იურისტის დახმარება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** კომპანიის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოება;
** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა;
** წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word; Excel);
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისაწარმოების გამოცდილება;
** სასურველი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება).

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შეთანხმებით კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე llcstandard73@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია