Робота для біженців з України
ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტში კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომერციული პოლიტიკის ყოველწლიური ანალიზი და მისი ეფექტურობის თაობაზე შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
** კომერციული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესების და რეკომენდაციების გათვალისწინება.
** მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის პერიოდული შესწავლა, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათ მიმართ შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა.
** პროფილური და არაპროფილური მომხმარებელთათვის დადგენილი საფასურების პერიოდული ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა კომპანიის საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** გენერალური დირექტორის, დირექტორის კომერციულ საკითხებში, დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს-ადმინისტრირება, ეკონომიკის ან/და ფინანსური მიმართულებები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების (MC OFFICE) ცოდნა. (მათ შორის EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა)

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1;
სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 20.05.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე