Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება
** შეხვედრებისა და კალენდრის კოორდინაცია
** კომპანიის სატელეფონო ზარების მიღება და ფეისბუქ ლიდების მენეჯმენტი
** ოფისის საჭირო რესურსების (საკანცელარიო ნივთები და სხვ.) კონტროლი და მენეჯმენტი
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

სამუშაო უნარ ჩვევები:

** MS EXCEL ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** სხარტი აზროვნება
** ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალურობა
** ჩვენს რას გთავაზობთ
** მეგობრულ გუნდი
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FITTPASS

ადმინისტრაციული დეტალები:

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, რუსუდან ჩხეტიანის 16

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@fabricon.ge ან დაგვირეკეთ მობ. 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე