Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=719380&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვიჩარჯი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭირობებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა პარტნიორი ობიექტების ქსელის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად.
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
** ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან.
**გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების, ან მსგავს სფეროში სასურველია).
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქ. №1 (საბურთალო)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით
ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3, 000- 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
ფიქსირებული ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ბონუსი: 1, 900-2, 400 ლარი, დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში.

WeCharge თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორიზო ბაზარზე.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wechargers.com გთხოვთ, გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება B2B გაყიდვების მენეჯერი.

შენიშვნა: "WeCharge" მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია