Робота для біженців з України
საწყობის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"Dasta 3PL" უკვე 3 წელია ოპერირებს ბაზარზე და კომპანიებს სთავაზობს საწყობისა და ლოჯისტიკური პროცესების მართვას — ტვირთის მიღებას, შენახვას, შეკვეთების დამუშავებასა და გაგზავნას. ვეძებთ საწყობის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ოპერაციების გამართულად მუშაობას, მართავს გუნდს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც ერთვება ოპერაციულ (მათ შორის ფიზიკურ) პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის მიღების პროცესის მართვა, სწორად განთავსება და პროგრამული კონტროლი
** შეკვეთების აგროვების პროცესის ორგანიზება და სიზუსტის უზრუნველყოფა
** კლიენტებთან ოპერატიული კომუნიკაცია
** ოპერაციების სისტემაში სწორი აღრიცხვა და კონტროლი
** საწყობის გუნდის მართვა და დავალებების განაწილება
** საწყობის წესრიგისა და სამუშაო სტანდარტების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა

მოთხოვნები:

** საწყობის/ლოგისტიკის მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ლოგიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფი სწავლის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@DRM.GE. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ხელმძღვანელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე