|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი/პროდუქციის რეალიზატორი
|
| მომწოდებელი:
აზია სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
კომპანიის შესახებ:
ჩვენი კომპანია კორპორატიულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს ავტო პროდუქტებისა და ავტოტექნიკის სერვისების სრულ ასორტიმენტს . კომპანია ძირითადად ახორციელებს სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის, სპეცტექნიკის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი / პროდუქციის რეალიზატორი
ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.asiaservice.ge
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ აქტიურ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება პროდუქციის რეალიზაცია, კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება და გაყიდვების ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო მძიმე ტექნიკის, ზეთებისა და საბურავების აქტიური გაყიდვა
** ახალი კლიენტების მოძიება (B2B და B2C სეგმენტი)
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების კონტროლი
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი
** კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტო ან ტექნიკის მიმართულებით)
** ტექნიკის, ავტონაწილების ან ზეთების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მართვის მოწმობა (სასურველია)
პიროვნული უნარები:
** შედეგზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი
** ენერგიულობა და ინიციატივიანობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები გაყიდვებიდან
** ზრდის და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიონალური და სტაბილური სამუშაო გარემო
** ტრენინგები და მხარდაჭერა
** ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N21. (ამერიკის საელჩოსთან)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე:
Anna@asiaservice.ge; mariamdanelia@asiaservice.ge და
სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|