Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=719246&print=yes&view=jobs
 
Guest Service-ის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Guest Service-ის თანამშრომელი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"ACCOR" ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას Guest Service-ის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: 2/2, დილის და საღამოს სმენა 12-საათიანი ცვლები.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი.

შენი როლი იქნება:

** სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება (Check-in/Check-out პროცედურების შესრულება);
** სტუმრების მოთხოვნებისა და შეკითხვების მართვა;
** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა;
** საუზმის, ბარისა და რესტორნის სხვა სერვისებში ჩართულობა;
** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა და პრობლემების სწრაფი გადაჭრა.

მოთხოვნები:

** განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით სტუმარმასპინძლობის სფეროში;
** კომუნიკაციის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Opera Cloud-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთ ხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია