Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=719235&print=yes&view=jobs
 
პროფესიული სტაჟირების პროგრამა შრომის უსაფრთხ. მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული სტაჟირების პროგრამა შრომის უსაფრთხ. მიმართულებით
მომწოდებელი: კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი" (COS - Concept of Safety) აცხადებს მიღებას პრაქტიკული სტაჟირების პროგრამაზე.

პროგრამა ორიენტირებულია იმ სპეციფიკური უნარების ათვისებაზე, რომლებიც აუცილებელია სფეროში კვალიფიციური საქმიანობისთვის.

სტაჟირების პირობები:

** ხანგრძლივობა: 6 კვირა.
** ფორმატი: მოიცავს 4 პრაქტიკულ ვორქშოპს კომპანიის ოფისში (სწავლება, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ქეისების განხილვა).
** სტატუსი: არაანაზღაურებადი.

სტაჟირების ძირითადი მიმართულებები:

** სისტემური დოკუმენტირება: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, კომპლექსური პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების მომზადება.
** პრაქტიკული ექსპერტიზა: სხვადასხვა სექტორის ობიექტების აუდიტი, საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების მართვის გეგმების შედგენა.
** წარმომადგენლობა: დეტალურად შეისწავლით პარტნიორი კომპანიის წარდგენის პროცესს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან მათი ვიზიტისა და ინსპექტირების დროს; თქვენ პრაქტიკულად დაეუფლებით ინსპექტირების პროცედურაში სრულ ჩართულობას და საზედამხედველო ორგანოსთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება - წარდგენას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების სტუდენტი ან დამწყები სპეციალისტი.
** სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია.

კარიერული პერსპექტივა: პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟიორი მიიღებს პროფესიულ რეკომენდაციას.

კომპანიაში არსებულ თავისუფალ ვაკანსიებზე განხილვისას, პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც პრაქტიკული მომზადების პროცესში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info@cos.com.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ: პროფესიული სტაჟირების პროგრამა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.06.2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია