Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718852&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ევექს ლაბ-ის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბინაზე გამოძახებისას თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ქსელის მასშტაბით, საჭიროების გათვალისწინებით, სხვადასხვა ინვენტარის, მედიკამენტების, დოკუმენტაციის და სხვა, ტრანსპორტირება;
** საანალიზო მასალების ტრანსპორტირება წინასწარ დადგენილი დროისა და გადაადგილების გრაფიკების მიხედვით;
** საწვავის მარაგის კონტროლი და შესაბამის პირთან დროული კომუნიკაცია, მარაგის შევსების მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** აუცილებელია B2 კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 1 ივნისი, 2026

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/eveqs-lab-is-mdzgoli/787

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია