Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718816&print=yes&view=jobs
 
აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა" აცხადებს კონკურსს საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს აღმზრდელ-პედაგოგს შემუშავებული სწავლების გეგმის განხორციელებაში სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით;
** დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
** ზედამხედველობა გაუწიოს ჯგუფის ძილის, კვების, ეზოს აქტივობების პროცესს;
** მუდმივად იზრუნოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე;
** დააკვირდეს ბავშვის განვითარებას, ითანამშრომლოს პედაგოგთან;
** უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** იზრუნოს ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება პედაგოგიკის მიმართულებით;
** ბაღში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ბავშვის უფლებათა კოდექსის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მეგობრული და სანდო;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ "ასისტენტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია