Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718776&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
ვისაც უნდა თამაში...

კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს მიმტანის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ: თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით.

სასურველია მომხმარებელზე ზრუნვის მხრივ გამოცდილება.
მოვალეობები:

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მენიუს მიწოდება და შეკვეთების მიღება
** კერძებისა და სასმელების დროული და სწორად მიტანა
** მომხმარებლებთან მეგობრული და ყურადღებიანი კომუნიკაცია
** ბავშვებთან თბილი და პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება
** პატარა სტუმრებისთვის მხიარული გარემოს შექმნა, ინტერაქტიული აქტივობების შეთავაზება (მაგალითად, მარტივი თამაშები, სახალისო დავალებები)
** სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** გადახდის პროცესის მართვა (ანგარიშის მიწოდება, გადახდის მიღება)
** კაფეს წესებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** შეთანხმებული გრაფიკი
** საათობრივი ანაზღაურება
** დაზღვევა 50% იანი თანადაფარვით
** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ იცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია