|
დასახელება:
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
FLEXMEDIA
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი.
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან მასალის გამოტანა და ოპერატორისთვის გადაცემა
** კომპანიაში შესყიდული პროდუქციის მიღებაში ფიზიკური დახმარება
** დანადგარისთვის განკუთვნილი სივრცის მოწესრიგება, მასალის დახარისხება
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება)
** საშუალო განათლება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@flexmedia.ge
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|