|
დასახელება:
სუ შეფი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Magnika
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი.
გაიგე მეტი: https://magnika.ge/
სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
სეზონური ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 5/2;
ანაზღაურება: 3300 ლარი (net).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** მარაგების და შესყიდვების ეფექტური მართვა;
** წარმოების და პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** შეფ მზარეულთან ერთად მუდმივი ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებაზე;
** სტუმრებისთვის შვედური მაგიდის მომზადების უზრუნველყოფა (დილის საუზმე);
** სამზარეულოს, მათ შორის საწყობის, ეფექტური და გამართული მუშაობა;
** კერძების კალკულაციების კონტროლი;
** შეკვეთების გაკეთებაში მონაწილეობა, პროდუქტის შემოწმება და ჩაბარებაში მონაწილეობა;
** ბაზრის პერიოდული მონიტორინგი (ფასები, ხარისხი).
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV: https://magnika.selfrecruit.ge/f6dafd4d-c566-4bd1-a97a-dd30a3b86065
|
|
|
|