Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718657&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 12 მაისი
CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

** სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
** ნომრების სისუფთავე;
** სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
** სველ წერტილებში ცხელი წყალი;
** საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
** საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
** საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2026 წლის 12 მაისის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders@cenn.org (Subject: CENN - Hotel Service Tender Nearby Tbilisi)

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ფასები დღგ-ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა და მათი ღირებულება, ასევე: 1 პერსონაზე, 1 დღის მომსახურების სრული პაკეტის ფასი, რაც უნდა მოიცავდეს: საკონფერენციო სივრცის სრული დღის მომსახურება, ორი ჩაი-ყავა შესვენება, ერთი ლანჩი და ერთი ვახშამი (სავალდებულო);
** 2026 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე ითვლება უპირატესობად);
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია