Робота для біженців з України
ქცევის თერაპევტი, ინდ. ზრუნვის განმახორციელებელი პირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევის თერაპევტი, ინდ. ზრუნვის განმახორციელებელი პირი
მომწოდებელი: ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი ფენიქსი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "ფენიქსი" გუნდში სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, მოტივირებულ და ბავშვებზე ორიენტირებულ პირებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ქცევის თერაპევტი
2. ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი (შინმოვლის პროგრამის სპეციალისტი)

ქცევის თერაპევტის ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური თერაპიული სეანსების ჩატარება ბავშვებთან (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის - ABA პრინციპებზე დაყრდნობით);
** ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა;
** თერაპიული პროცესისათვის საჭირო მასალების მომზადება;
** მჭიდრო კომუნიკაცია და მუშაობა სუპერვაიზერთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ფსიქოლოგიის, განათლების მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით);
** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და ინტერესი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ემპათია, მოთმინების უნარი და გუნდური მუშაობის უნარები;
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.

ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის (შინმოვლის პროგრამის სპეციალისტი) ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური მხარდაჭერა: ბენეფიციარის დახმარება თვითმოვლის, ჰიგიენისა და ფუნქციური უნარების განვითარებაში;
** ყოველდღიური ზრუნვა: კვების პროცესის ხელშეწყობა და პირადი უსაფრთხოების მონიტორინგი;
** ჯანმრთელობის მართვა: მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღების კონტროლი (ექიმის დანიშნულებისამებრ);
** განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული შიდა და გარე აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** სოციალიზაცია: ბენეფიციარის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში, განათლების მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროებში;
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ემოციური სტაბილურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პოზიტიური და მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომა;
** მაღალი პროფესიული ეთიკა და საიმედოობა;
** ბავშვის საჭიროებების სწრაფი აღქმისა და სათანადო რეაგირების უნარი.

შინმოვლის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:

** 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები;
** ასევე, 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ კომპანიის მეილზე: phoenixcenter23@gmail.com და ვაკანსიის მოთხოვნები დეტალურად გავიაროთ. სათაურში/Subject-ში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

ნეიროგანვითარების ცენტრი ფენიქსი 2023 წლიდან აქტიურად მუშაობს ბავშვებთან და 18 წლამდე მოზარდებთან ქცევის, მეტყველების, ფიზიკური, სენსორული და სხვა უნარების გაუმჯობესების მიზნით. ფენიქსის გუნდზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე https://shorturl.at/Pd3KB

მისამართი: თბილისი, ევგენი ღვალაძის 12

შემოგვიერთდით ფენიქს ცენტრში, სადაც ვზრუნავთ უფრო ნათელი, პერსპექტიული ხვალინდელი დღისთვის!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე