|
დასახელება:
ტენდერი მაღაზიის მეორადი მაცივრების გაყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
Carrefour Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღვწის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრენინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) აცხადებს ტენდერს მაღაზიის მეორადი/ექსპლუატაციაში ნამყოფი თაროებისა და მაცივრების გაყიდვაზე.
ტენდერის პირობები
** წინამდებარე ტენდერით მაცივრების გაყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთიანად ასევე ნაწილობრივ;
** მაცივრების გაყიდვა ეფუძნება პრინციპს "გაყიდვა არსებულ მდგომარეობაში";
** მაცივრების გატანა მაღაზიიდან განხორციელდება წინასწარ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, არაუგვიანეს 4 თვის ვადაში;
** თაროები და მაცივრები გაიყიდება შემოთავაზებებში არსებულ ყველაზე მაღალ ფასად (წინასწარი გადახდით);
** ტენდერში შესაძლოა გამოვლენილ იქნას რამდენიმე გამარჯვებული კომპანია;
** საქონლის ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს გამარჯვებული კომპანია;
** გამყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას საქონლის მდგომარეობაზე;
** შეძენის შემდეგ შემსყიდველისგან პრეტენზიები არ მიიღება.
საქონლის აღწერილობა:
** მაცივარი
** მდგომარეობა: მეორადი
** ტიპი: კედელ მაცივარი, დახლ მაცივარი, ოთახ მაცივარი, კონდენსატორი და მთავარი აგრეგატი.
სავარაუდო რაოდენობა:
** კედელ მაცივარი - 8 ცალი
** დახლმაცივარი - 16 ცალი
** ოთახ მაცივარი - 9 ცალი
** კონდენსატორი - 1 ცალი
** აგრეგატი - 1 ცალი
თაროებისა და მაცივრების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ც. დადიანის #7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა)
მოთხოვნები:
** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) განფასების ცხრილი;
** იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
** ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
** დოკუმენტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ: იურიდიული პირის შემთხვევაში ტენდერის დასახელება და კომპანიის დასახელება;
** ფიზიკური პირის შემთხვევაში ტენდერის დასახელება, სახელი, გვარი და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების ლექსო ბიჩნიგაური სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათავო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-14:00;
** კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 15-მაისი-2026 (18:00).
ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:
ლექსო ბიჩნიგაური
Tel: 591 03 16 95
Email. LeBichnigauri@maf.ae
|
|
|
|