Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვაზე — დაგეგმვიდან დასრულებამდე.

ლოკაცია: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: მოლაპარაკების საფუძველზე

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ვადების განსაზღვრა
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი და კოორდინაცია
** კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** ფინანსური ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** სამშენებლო პროცესების ხარისხის და ტექნიკური შესაბამისობის კონტროლი
** რისკების შეფასება და მართვა
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, მშენებლობა)
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ცოდნა
** პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი
** რუსული ენის ცოდნა — სასურველი (არასავალდებულო)

სხვა უნარები:

** პროგრამების ცოდნა (MS Project, Excel, AutoCAD ან შესაბამისი პროგრამები)
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** დინამიკურ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info.royalproperties1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე