Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718571&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Mindor
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
"მინდორი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვაშენებთ პირველ ქართულ ბრენდს, რომელიც ნერვული სისტემის აღდგენაზე, სტრესის რეგულაციაზე და სხეულის თვითაღდგენის უნარზეა ფოკუსირებული. ახლა ვკრებთ Foundation Team-ს — იმ მცირე ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა გახდება Mindor მომდევნო წლებში.

Mindor-ის შესახებ

Mindor სთავაზობს მომხმარებელს ნერვული სისტემის ძირეული აღდგენის სისტემას — ბრენდირებული საკვები დანამატები, გონება-სხეულის პრაქტიკები, განათლება, თრექინგ დეშბორდი და პერსონალიზებული ქვიზი სტრესის დონის შესაფასებლად.

** 15, 000+ მომხმარებელი
** 100, 000+ გამომწერი სოციალურ ქსელებზე

დაარსდა 3 წლის წინ ლაშა ჯაყელის მიერ — ყოფილი ნევროლოგი, რომელმაც კლასიკური სამედიცინო კარიერა მიატოვა ამერიკაში.

როლი

შენ სრულად უხელმძღვანელებ Mindor-ის სოციალურ მედიას. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებ დამფუძნებელთან მჭიდრო კოლაბორაციაში სტრატეგიასა და ხმაზე. პასუხისმგებლობა პროგრესულად გაიზრდება.

ეს არის შესაძლებლობა, დამფუძნებელთან ერთად ჩამოაყალიბო ბრენდის ხმა, რომელიც ათასობით ადამიანს ასწავლის ჯანმრთელობაზე ახლებურ ფიქრს.

რას გააკეთებ

** დაგეგმავ და გამოაქვეყნებ კონტენტს Facebook-სა და Instagram-ზე
** შექმნი პოსტებს, სტორიებს, რილსებს და კარუსელებს
** ვიდეოებიდან ამოჭრი საინტერესო მომენტებს და გადააქცევ მოკლე კონტენტად
** მომხმარებელთა ტესტიმონიალებს შეაგროვებ და გამოიყენებ კონტენტში
** კომენტარებში უპასუხებ ხშირად დასმულ კითხვებს
** იმუშავებ დამფუძნებელთან და ადვერთაიზერთან, რომ კონტენტი ბრენდის სტრატეგიასა და გაყიდვების მიზნებს ემსახურებოდეს
** DM კლიენტების კონვერტაცია და ადვერთაიზინგი ამ როლში არ შედის.

რას ვაფასებთ (1 > 2 > 3)

** Attitude — ყველაზე მნიშვნელოვანი. შრომისმოყვარე, კოლეგიალური, პროაქტიული. უკუკავშირზე დაყრდნობით საქმის გაუმჯობესების უნარი. გიყვარს პრობლემების გადაჭრა და შესაძლებლობების პოვნა.
** Aptitude — სწავლის სისწრაფე. მზად ხარ ღრმად ჩაეშვა Mindor-ის ფილოსოფიაში: ნერვული სისტემა, დანამატები, ბრენდის DNA. ამის გარეშე კონტენტი ვერ შეიქმნება. რეგულარულად იყენებ Claude/ChatGPT-ს კონტენტის წარმოებაში. გაქვს ექსპერიმენტებისთვის საჭირო ენერგია.
** Ability — გამოცდილება.
** 1-3 წლის გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში — საკუთარი ან სხვა არხების ზრდის რეალური მაგალითები (ჯანმრთელობის სფერო არ არის აუცილებელი)
** ქართულად გამართული წერა — გადამწყვეტია
** ბაზისური ვიდეო მონტაჟი (სნიპეტების ამოჭრა, კარუსელების მომზადება)
** სურათების ამორჩევის უნარი Pexels-დან ან GPT-დან (ტექსტისთვის Canva საკმარისია)

სარეფერენსო მასალა

შეხედე ამ არხებს, რომ გაიგო რა სტილს ვეძებთ:

Seed — Instagram (@seed)
Mindor — Facebook და Instagram (@mindorwell)

როგორ ვმუშაობთ

საწყის ეტაპზე უკუკავშირი იქნება ინტენსიური. მიიღებ ბრენდის ფილოსოფიის ამომწურავ მასალას, რომელიც სიღრმისეულად უნდა გაიაზრო.

სამუშაო ფორმატი: ამზადებ კონტენტის რამდენიმე ვერსიას → იღებ უკუკავშირს → იტერაციით მიდიხარ სასურველ შედეგამდე. შენი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე დამფუძნებელი იღებს. პასუხისმგებლობა პროგრესულად გაიზრდება.

ვეძებთ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ Mindor-თან ერთად საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ.

შეთავაზება

** დისტანციური სამუშაო
** ანაზღაურება: 1, 500-2, 500 ₾/თვე, გამოცდილების მიხედვით
** რეალური დადებითი გავლენა ათასობით ადამიანზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

როგორ გამოგვიგზავნო განაცხადი

სანამ გამოგვიგზავნი, გაეცანი ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს.

გამოაგზავნე info@mindor.ge-ზე:

** შენი CV
** მაგალითი სოციალური მედიის კონტენტისა, რომელიც შენ აწარმოე (ლინკები)
** რატომ დაინტერესდი Mindor-ში დასაქმებით

საბოლოო შერჩევა ხდება მოკლე საცდელი დავალების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია