|
დასახელება:
ციფრული რეკლამის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Mindor
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
"მინდორი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული რეკლამის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ ვაშენებთ პირველ ქართულ ბრენდს, რომელიც ნერვული სისტემის აღდგენაზე, სტრესის რეგულაციაზე და სხეულის თვითაღდგენის უნარზეა ფოკუსირებული. დღეს ახლა ვკრებთ Foundation Team-ს — იმ მცირე ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა გახდება Mindor მომდევნო წლებში. ეს როლი ერთ-ერთი ასეთია.
Mindor-ის შესახებ
Mindor სთავაზობს მომხმარებელს ნერვული სისტემის ძირეული აღდგენის სისტემას. მეთოდი აერთიანებს ბრენდირებულ საკვებ დანამატებს, გონება-სხეულის პრაქტიკებს, განათლებას, თრექინგ დეშბორდს და პერსონალიზებულ ქვიზს სტრესის დონის შესაფასებლად.
** 15, 000+ მომხმარებელი
** 100, 000+ გამომწერი სოც ქსელებზე
დაარსდა 3 წლის წინ ლაშა ჯაყელის მიერ, ყოფილი ნევროლოგი, რომელმაც კლასიკური სამედიცინო კარიერა მიატოვა ამერიკაში
როლი
შენ სრულად უხელმძღვანელებ Mindor-ის ფასიან რეკლამას, ძირითადად Facebook/Meta რეკლამებს, რომლებიც ტრაფიკს ქვიზ ფანელში მიმართავს. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებ დამფუძნებელთან მჭიდრო კოლაბორაციაში სტრატეგიაზე, მესიჯინგსა და კრეატივზე. პასუხისმგებლობა და ფლობა პროგრესულად გაიზრდება.
ეს არის შესაძლებლობა, ააწყო და გააოპტიმიზირო ბრენდის ზრდის ძრავა, რომელსაც უკვე დადასტურებული product-market fit აქვს და გააფართოო იგი.
რას გააკეთებ
** დაგეგმავ, ააწყობ და მართავ Facebook/Instagram სარეკლამო კამპანიებს სრული ციკლით
** ტრაფიკს მიმართავ Mindor-ის ქვიზ ფანელში და ოპტიმიზაციას გაუკეთებ შევსებულ ქვიზებსა და შეძენებზე
** ტესტავ სარეკლამო კრეატივებს, აუდიტორიებს, ქოფის ვარიანტებს და ლენდინგ გვერდებს
** გააანალიზებ კამპანიების შედეგებს და დაარეპორტებ ძირითად მეტრიკებს (CPA, ROAS, კონვერსიის მაჩვენებლები)
** იმუშავებ დამფუძნებელთან და სოც მედიის მენეჯერთან, რომ რეკლამები ორგანულ კონტენტსა და ბრენდის ხმას ერგებოდეს
** მართავ სარეკლამო ბიუჯეტს და გააფართოებ იმას, რაც მუშაობს
რა არ შედის მოვალეობებში: ორგანული სოციალური მედიის მართვა, DM გაყიდვები, მომხმარებლის მხარდაჭერა.
რას ვაფასებთ (1>2>3)
** Attitude — ყველაზე მნიშვნელოვანი. შრომისმოყვარე, კოლეგიალური, უკუკავშირზე დაყრდნობით საქმის გაუმჯობესების უნარი, პროაქტიული. გიყვარს პრობლემების გადაჭრა, შესაძლებლობების პოვნა, არ ელოდები ინსტრუქციებს.
** Aptitude — სწავლის სისწრაფე. მზად ხარ ღრმად ჩაეშვა Mindor-ის ფილოსოფიაში: ნერვული სისტემა, დანამატები, ბრენდის DNA. ამის გარეშე რეკლამა ვერ იმუშავებს. რეგულარულად იყენებ Claude/ChatGPT-ს სამუშაო პროცესში. ექსპერიმენტებისთვის საჭირო ენერგია.
** Ability — გამოცდილება
** 1-3 წლის გამოცდილება ფასიანი სარეკლამო კამპანიების მართვაში; რეალური შედეგების მაგალითები (უპირატესია B2C; ჯანმრთელობის სფერო არაა აუცილებელი)
** Meta Ads Manager-თან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** ფანელის მეტრიკების ბაზისური გაგება: CTR, CPA, ROAS, კონვერსიის მაჩვენებელი
** სარეკლამო ქოფის დაწერის ან იტერაციის უნარი ქართულად
** ბონუსი: ქვიზ ფანელებთან ან lead-gen ფანელებთან მუშაობის გამოცდილება
როგორ ვმუშაობთ
საწყის ეტაპზე უკუკავშირი იქნება ინტენსიური. მიიღებ ბრენდის ფილოსოფიის ამომწურავ მასალას, რომელიც სიღრმისეულად უნდა გაიაზრო. სამუშაო ფორმატი: ამზადებ კამპანიის ან კრეატივის რამდენიმე ვერსიას, იღებ უკუკავშირს და იტერაციით მიდიხარ სასურველ შედეგამდე. შენი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე დამფუძნებელი იღებს. პასუხისმგებლობა პროგრესულად გაიზრდება.
ვეძებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ Mindor-თან ერთად საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ. სანამ განაცხადს გამოგვიგზავნი, გაეცანი ჩვენს ვებგვერდსა და სოც ქსელებს.
შეთავაზება
** დისტანციური სამუშაო
** ანაზღაურება: 1, 500-2, 500 ₾ თვეში, გამოცდილების მიხედვით
** რეალური დადებითი გავლენა ათასობით ადამიანზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
სანამ განაცხადს გამოგზავნიდე: გაეცანი ჩვენს სოც ქსელებს და ვებსაიტს.
გამოაგზავნე info@mindor.ge-ზე:
** შენი CV
** 2-3 მაგალითი სარეკლამო კამპანიებისა, რომლებიც შენ მართე (სქრინშოტები, ქეის სტადიები ან ლინკები)
** რატომ დაინტერესდით Mindor-ში დასაქმებით
საბოლოო შერჩევა ხდება მოკლე საცდელი დავალების საფუძველზე.
|
|
|
|