Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=718558&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში

პოზიციის დასახელება: მთავარი ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40-საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 5000 ლარი.

სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წელი ან მეტი გამოცდილება;
** უპირატესია გამოცდილება საბანკო/საფინანსო სექტორში;
** უპირატესია ალტას პროგრამების Loan Management Systems (LMS) და B6-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Outlook) ცოდნა

განათლება და კვალიფიკაცია:

** აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი საფინანსო, საბუღალტრო, ეკონომიკის ან/და მსგავსი ფაკულტეტიდან;
** უპირატესია ACCA ან და მსგავსი სასერტიფიკატო კურსი;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება და კვალიფიკაცია.

მოვალეობა:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საბუღალტრო გატარების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
** მასალების ჩამოწერა;
** საბანკო ოპერაციების შესრულება;
** ხელფასების დარიცხვა;
** თანხის მოძრაობის ყოველთვიური რეპორტი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge

ეწვიეთ ვებგვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10. გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია