Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (კვირაში 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 15 000 ლ + (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 მაისი 2026

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** პროფესიული განვითარებისა და სერტიფიცირების შესაძლებლობები;
** საბონუსე სისტემა.

ვაკანსიის შესახებ:

მაღალი კლასის სასტუმრო ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გენერალურ მენეჯერს. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურით წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნომრით, სპა და ველნეს ზონით, სხვადასხვა სარესტორნო კონცეფციით, ღია და დახურული აუზებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ოპერაციული საქმიანობის სრული ციკლის მართვა;
** სტუმრების კმაყოფილებისა და სერვისის ხარისხის უმაღლეს სტანდარტებზე პასუხისმგებლობა;
** ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური კონტროლი და შემოსავლების ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების გუნდებთან კოლაბორაცია;
** პარტნიორ სააგენტოებთან, ტურ ოპერატორებთან და MICE სეგმენტთან ურთიერთობის წარმართვა;
** პერსონალის მართვა: დაქირავება, ტრენინგი, მოტივაცია და შეფასება;
** სასტუმროს ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლი;
** ადგილობრივ თემთან, სახელმწიფო ორგანოებთან და ინდუსტრიის ასოციაციებთან ურთიერთობის წარმართვა;
** სტრატეგიული გეგმების, ოპერაციული KPI-ების შემუშავება და მათ შესრულებაზე ანგარიშვალდებულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასტუმრო მენეჯმენტში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში;
** MBA ან სპეციალიზებული Hospitality სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, აქედან მინიმუმ 3 წელი ლიდერ პოზიციაზე (GM, Deputy GM);
** სავალდებულოა: 4 ან 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების, ანალიზისა და ბიუჯეტის მართვის კარგი ცოდნა;
** ელ-პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლიდერობა და გუნდის შთაგონების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგებზე ორიენტაცია;
** სტრატეგიული აზროვნება და ოპერაციული სიზუსტე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი დაინტერესებულ მხარეებთან;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სასტუმრო გთავაზობთ საინტერესო გამოწვევებს, სტაბილურ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ გუნდს და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე