|
დასახელება:
ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ცინცაძის 24 ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს მონაცემების შეგროვება მონაცემთა ბაზებიდან, დამუშავება და სტრუქტურული ერთეულებიდან მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება;
** ტენდენციების იდენტიფიკაცია და პრობლემურ სფეროებზე რეკომენდაციების წარდგენა;
** პერსონალის საბონუსე სქემების ტექნიკურად დამუშავება და პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა მონაცემების ავტომატიზაციის მიზნით;
** კომპანიის მასშტაბით სხვადასხვა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციაში ჩართულობა და პროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** SQL ბაზებში მუშაობა და Power BI-სთან დაინტეგრირების პროცესის აღსრულება;
** Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა;
** ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ;
** ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 მაისი, 2026
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ანალიტიკოსი-თბილისი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|