Робота для біженців з України
ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა.

აუცილებელია:

** მსგავს პოზიციაზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე