Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სრული სამუშაო გრაფიკი;
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ფუნქციები:

** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მართვა და მოტივირება;
** თანამშრომლების მუშაობის ხარისხის პერიოდული შეფასება;
** გუნდში უწყვეტი განვითარების კულტურის ხელშეწყობა საუკეთესო პრაქტიკისა და ტრენინგების დანერგვით;
** გაყიდვების შესრულების მეტრიკის მუდმივი მონიტორინგი და სიღრმისეული ანალიზი;
** ეფექტური სტრატეგიების შემუშავება შემოსავლების ზრდისა და ბაზრის გაფართოების მიზნით;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი პოტენციური საფრთხეებისა და გრძელვადიანი პროგნოზების განსასაზღვრად;
** გაყიდვების ინიციატივების ეფექტურობის შეფასება და საჭიროებისამებრ მათი კორექტირება შედეგების ოპტიმიზაციისთვის;
** მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) სტრატეგიებისა და ინიციატივების ზედამხედველობა;
** მომხმარებელთა საუკეთესო სერვისით უზრუნველყოფა, მათი გამოხმაურებების ანალიზი და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირება;
** მჭიდრო კომუნიკაცია მარკეტინგის, ფინანსების და სხვა დეპარტამენტებთან საერთო სტრატეგიის ეფექტური რეალიზებისთვის;
** რეგულარული რეპორტინგის წარმოება უფროსი მენეჯმენტისთვის გაყიდვების მაჩვენებლებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, PowerPoint);
** სასურველია საერთაშორისო ავტო-აუქციონებთან (Copart, IAAI და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
** დელეგირების უნარი, ამოცანების ეფექტურად გადანაწილება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, მათ შორის კრიტიკულ სიტუაციებში;
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების მაღალი უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის წარდგენის უნარი.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯამრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com.

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე