|
დასახელება:
ტექნიკური კონტროლის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
თამ მენეჯმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
კომპანია შპს "თამ მენეჯმენტ" არის ავია მწარმოებელი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის პროდუქტების, სპეციალური აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების დაპროექტება, წარმოება, შეკეთება / კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია, ტექნიკური მომსახურება და სხვა.
ამჟამად, კომპანია შპს "თამ მენეჯმენტ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ტექნიკური კონტროლის თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საავიაციო ქარხანა (ბერი გაბრიელ სალოსის 191)
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 - 2500 ლარამდე, ზრდის პერსპექტივით
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში (სასურველია: ავიაცია, მექანიკა, ელექტროინჟინერია)
** საბაზისო ცოდნა ავიაციის შესახებ
** ენები: ინგლისური/რუსული - (ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად სასურველია)
ტექნიკური უნარები:
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
** გაზომვის ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი
** დეტალების ინსპექტირების გამოცდილება
** დეფექტების იდენტიფიცირება
პიროვნული უნარები:
** მაღალი ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დისციპლინა და პროცედურების მკაცრი დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გამოცდილება (სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო)
** ტექნიკურ სფეროში მინიმუმ 6-12 თვე
** სასურველია ავიაციაში ან წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
** ხარისხის კონტროლის ან ინსპექტირების გამოცდილება
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: rubeniaanano@gmail.com, გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "თამ მენეჯმენტ" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|