Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები - საექთნო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - საექთნო
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
თანდართული ფაილი: 717910_SEU_Medicine_3243205.zip
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2026 წლის 30 აპრილიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორი, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

** საექთნო საქმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
** პროფესორი - 5 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 5 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 10 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტი - 4 ვაკანსია;

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე